საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
მაჭარაშვილმა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში აზერბაიჯანელი მეტოქე, მაგომედჰან მაგომედოვი დაამარცხა.
კომენტარები