საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში ხორვატიის გუნდს დაუპირისპირდა და დიდი უპირატესობით, 6:0 დაამარცხა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქართველი ჰოკეისტები მადრიდში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის A ჯგუფში ასპარეზობენ.
გუნდი ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ხვალ 14:30 საათზე დაიწყება.
კომენტარები