ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ანასტასია გოტფრიდმა (+87 კგ) იასპარეზა.
ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა. მან 111, 114 და 117 კგ დაძლია და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ანასტასიამ აკვრაში 125, 132 და 135 კგ დააფიქსირა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. საქართველოს ნაკრების წევრი ორჭიდის ჯამში მოგროვილი 252 კგ-ით მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა.
საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსის” გუნდი ანასტასია გოტრიდს ულოცავს გამარჯვებას.
კომენტარები