მოვახერხე და მეშვიდედ შევინარჩუნე ევროპის ჩემპიონის ტიტული. გარკვეული ტრავმებიდან გამომდინარე ახალი გამოცდა იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ფსიქოლოგიურადაც გადავლახე, – ამის შესახებ შვიდგზის ევროპის ჩემპიონმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან კარგი შედეგით ბრუნდებიან საქართველოში.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც ძალიან ბევრი ჩამოვიდა და ფაქტობრივად, ვერ ვიგრძენი, რომ სხვა ქვეყანაში ვიყავი. მოვახერხე და მეშვიდედ შევინარჩუნე ევროპის ჩემპიონის ტიტული. გარკვეული ტრავმებიდან გამომდინარე ახალი გამოცდა იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ფსიქოლოგიურადაც გადავლახე. ძალიან კარგი შედეგით ვბრუნდებით საქართველოში და ვპირდები გულშემატკივარს, რომ კიდევ ბევრ წარმატებას მოგიტანთ“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.