ნუცა ბუზალაძის წარმატება პოპულარულ მუსიკალურ კონკურს American Idol-ში გრძელდება. ქართველი მომღერალი 12 საუკეთესო მონაწილეს შორისაა. გუშინდელ ტურში მან ჯენიფერ ჰადსონის “And I Am Telling You, You Are Not Going” იმღერა, კინოფილმიდან “Dreamgirls.” კონკურსის მომდევნო ეტაპზე ის მაყურებელთა ხმით არ გადასულა, ნუცა ჟიურის რჩეული გახდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ American Idol-ის არსებობის ისტორიაში პირველად ხდება, რომ უცხოელი კონკურსანტი გასცდა შესარჩევ ტურებს.
მორიგი წარმატებული ტურის შემდეგ ნუცა მიმართვას ავრცელებს და გულშემატკივარს მადლობას უხდის:
“ჩემო საყვარლებო, მინდოდა მადლობა მეთქვა ყოველი ხმისთვის, რომელიც გამომიგზავნეთ! ჩვენ ვცდილობდით და ვიცი, რამდენი მიჭერდით მხარს და მე ამას გულით ვაფასებ! მადლობა…
ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ჩვენმა ლეგენდარულმა ჟიურიმ გადამარჩინა. ეს ჩემთვის სასწაული იყო და ძალიან მადლობელი ვარ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი შესაძლებლობების 101% პროცენტი გავაკეთო შემდეგი ლაივ შოუსთვის! Მიყვარხართ ყველა” – წერს ნუცა.