თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“ვარკეთილის დასახლებაში მდებარე ეს ავარიული კორპუსი მალე ახალი თანამედროვე დიზაინის მქონე შენობით ჩანაცვლდება და აქ მცხოვრები ყველა მოსახლე გარემონტებულ ბინას მიიღებს.
არ მესმის და ვერ გავიზიარებ მათ არგუმენტებს, ვინც ცხოვრობს მსგავს ავარიულ სახლში და ჯიუტად აცხადებს უარს მის ჩანაცვლებაზე, ან იწყებს ვაჭრობას დამატებით 10 კვადრატული ფართის მისაღებად და ამით აფერხებს პროცესს.
#განვაახლოთთბილისი“, – წერს მანანა თოქმაჯიშვილი.
კომენტარები