კიევში სლოვაკეთისა და ჩეხეთის პრეზიდენტები ჩავიდნენ. პეტრ პაველსა და ზუზანა ჩაპუტოვას უკრაინაში ჩასვლისას, ჩეხეთში უკრაინის ყოფილი ელჩი და უკრაინაში ჩეხეთის პირველი დიპლომატი დახვდნენ. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
პრეზიდენტები ბოროდიანკას რაიონში, რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბილ დასახლებაში იმყოფებოდნენ, მოგვიანებით კი, უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.
ვიზიტთან დაკავშირებით ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით არის გამკაცრებული.
კომენტარები