თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე კაცის მოკვლის საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა. საგამოძიებო უწყებაში დაკავების შესახებ ჟურნალისტებს ბრიფინგზე აცნობეს.
“განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე დაკავებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ.” – თქვეს საგამოძიებო სამსახურში.
გუშინ, 4 მაისს თბილისში კაცი მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარები
