ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 83 წლის კაცს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა სოფელ ნასაკირალში მოხდა. საბედნიეროდ დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ავტომობილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ბესიკ ქათამაძეს ეკუთვნის.
საჭესთან მისი ძმა, ბადრი ქათამაძე იჯდა, რომელსაც მართვის მოწმობა არ აქვს. ბესიკ ქათამაძე ფაქტს უარყოფს, თუმცა თანასოფლელები საპირისპიროს ამბობენ.
კომენტარები