სამეგრელოში მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მამა და მეზობელი დააკავეს. “კურიერი” დაზარალებული არასრულწლოვნის ოჯახის სხვა წევრებს ესაუბრა, როგორც მე-8 კლასელი გოგონას ბებია ჰყვება, ძალადობა მამის მხრიდან, სავარაუდოდ, რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა ბავშვი შეშინებული იყო, არაფერს ამბობდა და სხვებმა ამის შესახებ მხოლოდ, მას შემდეგ გაიგეს, რაც მსხვერპლმა გამოსამშვიდობებელი წერილი დაწერა.
ეს წერილი დედამ ნახა, რის შემდეგაც ოჯახმა დაუყოვნებლივ მიმართა როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას ასევე პოლიციას.
მას შემდეგ, რაც გამოძიება დაიწყო, გაირკვა, რომ მამა არ იყო ერთადერთი მოძალადე.
ასევე, გაუპატიურების ბრალდებით, 28 წლის მეზობელი კაციც დააკავეს.
კომენტარები