აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სამხრეთ კავკასიის მშვიდობის საკითხები განიხილეს.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს.
„სასიამოვნოა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან საუბარი, სადაც განვიხილეთ უკრაინის მხარდაჭერა, სამხრეთ კავკასიის მშვიდობა და ჩვენი ღრმა ტრანსატლანტიკური პარტნიორობა“, – აღნიშნულია ენტონი ბლინკენის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.
Great to speak with European Council President @CharlesMichel today to discuss support for Ukraine, South Caucasus peace, and our deep transatlantic partnership.
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) May 11, 2023
კომენტარები