ბანგლადეშში ციკლონ „მოკოს“ მოახლოების გამო 500 000 ადამიანის ევაკუაცია დაიწყო. ამის შესახებ BBC იტყობინება.
ინდოეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, „მოკო“ ბანგლადეშის ქალაქ კოქს-ბაზარიდან 1000 კილომეტრში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ კოქს-ბაზარში მილიონი როჰინჯა მუსლიმი ლტოლვილი ცხოვრობს.
მეტეოროლოგების პროგნოზით, „მოკო“ ბანგლადეშის სანაპიროს 14 მაისს მიუახლოვდება, მისმა სიჩქარემ კი შესაძლოა 170 კმ/სთ შეადგინოს.
კომენტარები