„ჰაბერთურქის“ მონაცემებით, წინასწარი შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, 57, 46%-ით ლიდერობს, 36,66 %-ით მეორე ადგილზეა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ, მესამე ადგილზე კი სინან ოღანი – 5, 28%-ით.
მედიის ცნობით, ამ დროისთვის ხმების 14 პროცენტზე მეტია დათვლილი.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, წინასწარი მონაცემებით, 67,01 %-ით საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს ერდოღანი „სახალხო ალიანსი“, 22,30%-ით მეორე ადგილზეა ოპოზიციის ეროვნული ალიანსი, 7,14%-ით მესამე ადგილს იკავებს მემარცხენე ძალების ალიანსი.
თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მედიის მიერ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნებაზე შეზღუდვა მოხსნა.
კომენტარები