საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო. დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალი სიტყვით წარდგნენ.
პროკურატურა დარწმუნებულია, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გრიგორიდაისის ბრალეულობა სასამართლოშიც დადასტურდება, საპირისპიროს ამტკიცებს ადვოკატი. თავად დაკავებული კი დუმილის უფლებით სარგებლობს. მორიგი სასამართლო პროცესი 13 ივნისს გაიმართება.
კომენტარები