იტალიაში, აბრუცოს რეგიონში გრან-სასოს მთასთან სასტუმროზე ზვავი ჩამოწვა. მაშველების განცხადებით, დაღუპულია ბევრი ადამიანი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ზვავმა სამსართულიანი სასტუმრო Rigopiano დაფარა.
ზვავის ჩამოწოლის დროს სასტუმროში 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად, შენობის სახურავი ნაწილობრივ ჩამოინგრა.
ზვავის ჩამოწოლა სავარაუდოდ იტალიის ცენტრალურ ნაწილში გუშინ მომხდარმა მიწისძვრამ გამოიწვია. დიდთოვლობის გამო მაშველებმა სასტუმრომდე მიღწევა მხოლოდ გამთენიისას შეძლეს.
კომენტარები