მექსიკამ აშშ-ს ცნობილი ნარკობარონი ხოაკინ „ელ ჩაპო“ გუსმანი გადასცა. მისი ექსტრადიცია გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა.
„ელ ჩაპო“ გუსმანს ბრალდებები აშშ-ის ექვსმა შტატმა წაუყენა, ეს ბრალდებები ძირითადად ნარკოტრაფიკსა და მკვლელობებს ეხება.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, „ელ ჩაპოს“ სასამართლო პროცესი ტექსასისა და კალიფორნიის შტატებში გაიმართება. სავარაუდოდ, მას სიკვდილით დასჯა არ ელოდება, ვინაიდან სასჯელის ამ ფორმაზე უარის თქმა მისი ექსტრადიციის ერთ-ერთი პირობა იყო. მექსიკაში სიკვდილით დასჯა 2005 წელს აიკრძალა.
„ელ ჩაპოს“ ექსტრადიციის პროცესი გასული წლის იანვარს დაიწყო.
კომენტარები