მომავალ სეზონში ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ აღარ გაწვრთნის. ამის შესახებ Goal-ი კლუბის პრეზიდენტზე, აურელიო დე ლაურენტისზე დაყრდნობით წერს.
სპალეტის „ნაპოლისთან“ კონტრაქტის ამოწურვამდე კიდევ ერთ წელი რჩებოდა, თუმცა მან კლუბის პრეზიდენტს სეზონის ბოლოს წასვლის შესახებ სთხოვა.
„სპალეტიმ მითხრა, რომ ციკლი დასრულდა და წასვლა უნდოდა. პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, კონტრაქტის მიუხედავად“, – განაცხადა დე ლაურენტისმა.
ლუჩანო სპალეტის თაოსნობით „ნაპოლიმ“ ბოლო 33 წლის განმავლობაში პირველად მოიპოვა ფეხბურთში იტალიის ჩემპიონის ტიტული.
კომენტარები