ინდოეთში სარკინიგზო ავარიას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა, 350 კი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და მეორე მატარებელს შეეჯახა.
ავარიის ადგილას სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც 700-მდე ადამიანი არის ჩართული. სარკინიგზო კატასტროფის ადგილისკენ გაემგზავრა ინდოეთის რკინიგზის მინისტრი.
დაშავებული მგზავრები საავადმყოფოებში ავტობუსებით გადაჰყავთ. სარკინიგზო ავარიასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ.
კომენტარები