FIBA-ს გადაწყვეტილებით, ლეგენდარულ ქართველ კალათბურთელ ზურაბ საკანდელიძეს მსოფლიო კალათბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მიღწევებისთვის ,,დიდების დარბაზში“ შეიყვანენ.
გამორჩეული ქართველი უკანახაზელი იყო მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და მეხიკოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი. მან კარიერის განმავლობაში მოიპოვა მსოფლიოსა (1967) და ევროპის (1965, 1967, 1969, 1971) ჩემპიონის ტიტულები.
ზურაბ საკანდელიძე XX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი კალათბურთელია. ლეგენდარული სპორტსმენი 2004 წელს გარდაიცვალა.
კომენტარები