დღეს გარდაცვლილი 3 თვის ახალშობილი მეხუთე მსხვერპლია იმ თავდასხმის, რომელიც მელბურნში მსუბუქი მანქანით განხორციელდა, ამის შესახებ Sky News წერს.
პარასკევს, ქალაქის ცენტრში, უცხო პირი მსუბუქი მანქანით ხალხმრავალ ადგილზე შეიჭრა და ადამიანებს გადაუარა. ადგილზე 4 ახალგაზრდა ადამიანი დაიღუპა – 10 წლის გოგონა, 25 წლის მამაკაცი, 32 წლის ქალი და 33 წლის კაცი. დღეს დაღუპულთა რიცხვს 3 თვის ბავშვი შეემატა.
37 ადამიანი ამ დრომზე საავადმყოფოშია, როგორც ცნობილია, 4 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
პოლიციის თანამშრომლები მომხდარს ტერორიზმს არ უკავშირებენ.
კომენტარები