“ვოცნებობ, რომ ტრამპმა საერთო ენა გამონახოს რუსეთთან. ვინაიდან თუ ამერიკა და რუსეთი გააერთიანებენ თავიანთ ძალისხმევას საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ, მაშინ ეს პრობლემა სწრაფად მოგვარდება“, – ამის შესახებ ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა განაცხადა.
კადიროვმა ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტობა მიულოცა და გეგმების განხორციელება უსურვა.
„ის, რასაც წინასაარჩევნო პერიოდისას და თქვენი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ამბობდით, ამ ყველაფრის განხორციელებას გისურვებთ. ვფიქრობ, თქვენ ყველაფერი გამოგივათ“, – დასძინა ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა.
კომენტარები