გამბიის ექსპრეზიდენტმა იახი ჯამემ ქვეყნის დატოვებასთან ერთად ბიუჯეტიდან 11 მილიონი დოლარი და ძვირფასეულობები გაიყოლა. ამის შესახებ ინფორმაციას ახლადარჩეული პრეზიდენტის ადამ ბეროუს მრჩეველი ავრცელებს.
ექსპრეზიდენტმა ქვეყანა 20 წლიანი მმართველობის შემდეგ დატოვა და ხელისუფლება არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს გადააბარა.
თვითმხილველთა განცხადებით, სატვირთო თვითმფრინავში, რომლითაც ჯამე გაემგზავრა, რამდენიმე ძვირადღირებული ავტომობილიც იყო.
სავარაუდოდ, ექსპრეზიდენტმა თავი ეკვატორულ გვინეას შეაფარა.
კომენტარები