აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის სავაჭრო შეთანხმებიდან გამოსვლის თაობაზე განკარგულებას ხელი მოაწერა. განკარგულებაზე ხელმოწერის ცერემონია ჟურნალისტების თანდასწრებით ოვალურ კაბინეტში გაიმართა.
აღნიშნული სავაჭრო შეთანხმება ითვალისწინებს საბაჟო გადასახადების სრულ გაუქმებას საქონელზე და მომსახურებებზე აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში.
შეთანხმებას ხელი მოაწერა ავსტრალიამ, ბრუნეიმ, ვიეტნამმა, კანადამ, მალაზიამ, მექსიკამ, ახალმა ზელანდიამ, პერუმ, სინგაპურმა, ჩილიმ და იაპონიამ. აღნიშნულ ქვეყნებზე მოდის მსოფლიო მშპ-ის 40% და მსოფლიო ვაჭრობის ბრუნვის ¼-ზე მეტი.
ტრამპი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამბობდა, რომ უარს იტყოდა აღნიშნულ შეთანხმებაზე მისი საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში.
აღნიშნული განკარგულების ხელმოწერის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დასძინა, რომ „ეს შესანიშნავი ამბავია ამერიკელი მშრომელებისთვის“.