აშშ-ის მინესოტის შტატის გუბერნატორი ადგილობრივ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. ვიდეოზე ჩანს, რომ 69 წლის დეიტონს სუნთქვა გაუჭირდა და ის ძლივს საუბრობდა, შემდეგ კი წაიქცა, თუმცა გუბერნატორს დახმარება მალევე აღმოუჩინეს.
დეიტონი ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული გუბერნატორია მინესოტის ისტორიაში, მას ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად აქვს. ასე მაგალითად, 2016 წლის თებერვალში ქალაქ ვუდბერიში პარტიულ ღონისძიებაზე მან ასევე დაკარგა გონება.
კომენტარები