ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი ინაუგურაციის დღე პატრიოტიზმის ეროვნულ დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება.
დოკუმენტი ფედერალურ მთავრობას უკვე გადაეცა, რათა 20 იანვარი ოფიციალურად გამოცხადდეს პატრიოტიზმის დღედ. „მე, დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, კონსტიტუციითა და კანონმდებლობით ჩემდამი მონიჭებული უფლებამოსილებით 2017 წლის 20 იანვარს ეროვნული პატრიოტიზმის დღედ ვაცხადებ იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში გავამყაროთ ერთმანეთთან კავშირები და განვაახლოთ მთავრობის მოვალეობები ხალხისადმი. ჩვენი კონსტიტუცია დაწერილია პერგამენტზე, მაგრამ ის ცოცხლობს ამერიკელი ხალხის გულში. არ არსებობს თავისუფლება იქ, სადაც ხალხი არ ენდობა მას, იქ არ არსებობს თავისუფლება, კანონი არ არსებობს იქ; სადაც ხალხი არ მისდევს მას და არ არსებობს მშვიდობა იქ, სადაც ხალხი არ ლოცულობს მისთვის“, – ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.
დონალდ ტრამპმა 2017 წლის 20 იანვარი – ინაუგურაციის დღე ეროვნული პატრიოტიზმის დღედ გამოაცხადა
2017/01/24 21:56:58
ნანახია: 1358 ჯერ