ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი მარტინ შულცი გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი იქნება გერმანიის ფედერალური კანცლერის პოსტზე, – განაცხადა „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ხელმძღვანელმა და გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა.
„მოხარული ვარ, რომ პრეზიდიუმმა ჩვენს წინადადებას ერთსულოვნად დაუჭირა მხარი“, – განაცხადა ზიგმარ გაბრიელმა.
„მარტინ შულცი ის ადამიანია, რომელიც შეძლებს ხიდების აშენებას, ხალხის გაერთიანებას. მიხარია, რომ ამ საქმეს ხელი მოკიდა. დარწმუნებული ვარ, მას საუკეთესო შანსები აქვს კანცლერის პოსტზე“, – აღნიშნა გაბრიელმა.
გავრცელებული ინფორმაციით, შულცის კანდიდატურას კანცლერის პოსტზე პარტიის პრეზიდიუმი კვირას დაამტკიცებს.
კომენტარები