კოსოვოს დედაქალაქი ევროპის ღია პირველობას მასპინძლობს. შეჯიბრზე, რომელიც წელს პირველად ტარდება, ასპარეზობები მხოლოდ ორ წონით კატეგორიაში იმართება.
ტურნირზე ასპარეზობს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), რომელმაც ფინალში გასასვლელად მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, ნორა ჯაკოვას იპონით მოუგო და ოქროს მედლისთვის ისრაელის წარმომადგენელს, ტიმა ნელსონ ლევის დაუპირისპირდება.
კომენტარები