პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციის შემდგომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხელი მოეწეროს აშშ-თან ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულებას, რაც კიდევ უფრო მეტად აამაღლებს საქართველოსა და სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამართლებრივ თანამშრომლობას, სისხლის სამართლის საქმეებზე და რა თქმა უნდა, ექსტრადიციის საკითხებზე, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, გამოსვლა ჰქონდა სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ასამბლეაზე, სადაც აღინიშნა ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია.
„რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ასევე ვიმყოფებოდით გაეროში, შეხვედრა გვქონდა გაეროს გენერალური მდივნის 2 მოადგილესთან და გვაქვს საკმაოდ კონკრეტული შედეგები. თუნდაც ის რად ღირს, რომ საქართველოში გაიმართება რეგიონული კონფერენცია საერთაშორისო სამართლის საკითხებზე გაეროსთან ერთად. ასევე მქონდა გამოსვლა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ასამბლეაზე, სადაც აღინიშნა ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია. ასევე, ჩვენ პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციის შემდგომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხელი მოეწეროს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულებას, რაც კიდევ უფრო მეტად აამაღლებს საქართველოსა და სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამართლებრივ თანამშრომლობას სისხლის სამართლის საქმეებზე და რა თქმა უნდა, ექსტრადიციის საკითხებზე. აქ მე გამოვყოფდი ერთ მთავარ მნიშვნელოვან ფაქტორს, კერძოდ, ექსტრადიციის ხელშეკრულების ხელმოწერის და შემდგომში საკანონმდებლო ორგანოების მიერ მისი რატიფიცირების შემდეგ შესაძლებელი გახდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან განხორციელდეს ექსტრადიცია, რაც აქამდე არაა შესასძლებელი და რა თქმა უნდა, ეს იქნება საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს გადმოსახედიდან“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.