გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარასა და შიდა ქართლში წიწვოვანი ხეების უკანონო მოპოვება-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოქალაქემ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე უკანონოდ მოიპოვა სოჭის სახეობის ხის ტოტები; ქარელის მუნიციპალიტეტში, მოქალაქე 15 ერთეული ნაძვის სახეობის ხე-მცენარის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა.
უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეები და ტოტები დაილუქა. წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კონტროლი გაამკაცრა.
წიწვოვნების უკანონო მოპოვებაზე, ასევე ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე მოქმედებს 500-დან 2000-ლარამდე ჯარიმა, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაც ემატება.