აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს დეკემბერში პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში რეგულარული სამედიცინო შემოწმების დროს ოსტინს დაუსვეს პროსტატის კიბოს დიაგნოზი, რომელიც საჭიროებდა მკურნალობას. ამასთან დაკავშირებით მას 22 დეკემბერს მინიმალურად ინვაზიური ოპერაცია ჩაუტარდა.
“2024 წლის 1-ელ იანვარს მდივანი ოსტინი 22 დეკემბერს ჩატარებული პროცედურის შემდეგ შექმნილი გართულებების გამო უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში მიიღეს. პირველადი გამოკვლევით საშარდე გზების ინფექცია გამოვლინდა. პროსტატის კიბო ადრეულ ეტაპზე გამოვლინდა და [მისი მკურნალობის] პროგნოზი შესანიშნავია”, – ნათქვამია განცხადებაში.
6 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ლოიდ ოსტინი უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალში 1-ლი იანვრის საღამოს გადაიყვანეს არაგადაუდებელი სამედიცინო პროცედურის შემდეგ წარმოქმნილი გართულებების გამო.