ბათუმის ოთხ დიდ სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია გამოცხადდა. მიზეზი ანონიმური შეტყობინება გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრებში ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებდნენ, რომლის შესახებაც შეტყობინება 112-ში შევიდა. პოლიციის მითითებით, „მეტრო სითი“, „გრანდ მოლი“, „ბათუმი პლაზა“ და „ბათუმი მოლი“ დატოვეს თანამშრომლებმა და მოქალაქეებმა. სავაჭრო ობიექტებში კინოლოგები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.
მომხდართან დაკავშირებით შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გაუვრცელებია.
კომენტარები