ამერიკის თავდაცვის მდივანმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ პრეზიდენტს ჰოსპიტალიზაციის შესახებ დროულად არ შეატყობინა. ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ არასწორად მოიქცა და პრეზიდენტს თანადგომისა და ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
22 დეკემბერს ოსტინი მერილენდის უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანეს. თავდაცვის მდივნის ჰოსპიტალიზაციის შესახებ მხოლოდ 4 დღის შემდეგ გახდა ცნობილი.
პენტაგონს 9 იანვრამდე არ დაუკონკრეტებია, რა დიაგნოზით მკურნალობდა თავდაცვის მდივანი, რამაც პოლიტიკური აჟიოტაჟი გამოიწვია. რესპუბლიკელებმა ოსტინი მწვავედ გააკრიტიკეს, პრეზიდენტმა ბაიდენმა კი განაცხადა, რომ კრიტიკას ეთანხმება, თუმცა ოსტინს სრულად ენდობა.
კომენტარები