ფრანგულ გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ თუ პუტინი არ დამარცხდა უკრაინაში, ის გამოცდის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლს, რომლის თანახმად, ყველა წევრის ვალდებულებაა, დაიცვას ნატოს წევრი სახელმწიფო, თუ მას თავს დაესხნენ.
“თუ ევროპელებს სურთ ნატოს ტერიტორიაზე ომის თავიდან აცილება, სადაც მათ ჯარისკაცებს მოუწევთ ბრძოლა და სიკვდილი, დღესვე უნდა დაეხმარონ უკრაინელებს უკრაინაში რუსეთის დამარცხებაში”, – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
“ვინ იფიქრებდა, რომ 2008 წელს რუსული ჯარი შევიდოდა საქართველოში? არავინ. ვინ იფიქრებდა, რომ რუსეთი 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბურ შეჭრას დაიწყებდა? არავინ. ისინი, ვინც დღეს ფიქრობენ, რომ პუტინი ვერ გაბედავს თავისი ჯარის გაგზავნას ნატოს ქვეყანაში, არაშორსმჭვრეტელია”, – დასძინა მან.