თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციონერი კოლეგები ხშირად მიმართავენ ბოიკოტის რეჟიმს, თუმცა მათ ავიწყდებათ, რომ ამით ისინი თბილისელების ინტერესებს აზიანებენ.
„სამწუხაროდ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები ხშირად მიმართავენ ე.წ. ბოიკოტს საკრებულოს მიმართ. ეს არ არის საკრებულოს მიმართ ბოიკოტი, ეს არის თბილისელების მიმართ ბოიკოტი გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ აქ, ამ დარბაზში ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც მნიშვნელოვანია თბილისელებისთვის, ჩვენი ქალაქისთვის. სტატისტიკას თუ ამოვიღებთ, ძალიან მაღალი პროცენტი არის ბოიკოტის და ის შემთხვევები, როცა არ არის ბოიკოტი და ესწრებიან [სხდომას], ძალიან იშვიათადაა, რომ მიდიოდეს შინაარსობრივი განხილვა საკითხების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ტყემალაძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში.
თბილისის საკრებულოს 2023 წლის 12 სხდომაზე, რადიკალური ოპოზიციის ანგარიშზე 65 გაცდენაა.