რუსთავის ბაზარში მომხდარი დანაშაულის ახალი დეტალები – დაკავებული მამაკაცი ბრალის წარდგენის მოლოდინშია.
35 წლის გიორგი ორველაშვილს, რომელმაც 4 ადამიანი მოკლა, გამოძიება დანაშაულს ორი მუხლით ედავება. თავდასხმის კონკრეტული მოტივი ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის. ვრცელდება არაოფიციალური ვერსიები, რომლის მიხედვით, შესაძლოა, ბიძასა და დისშვილს შორის უთანხმოება ფინანსურ საკითხს, ან სხვა ტიპის პირად კონფლიქტს უკავშირდება.
მომხდარის შემდეგ, როგორც ირკვევა, თავდამსხმელი აფთიაქში შევიდა და წამალი ითხოვა, მან ასევე ითხოვა გამოეძახებინათ პატრული.
სანამ გამოძიება კითხვებს პასუხს გასცემს, თავდასხმას გადარჩენილი სიცოცხლისთვის იბრძვის.
კომენტარები