კორუფციასთან ბრძოლის ნიშნით ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპისა და მსოფლიო დონეზე. ყველა რეიტინგი ამას ადასტურებს. რა თქმა უნდა, ეს მიდგომები უნდა გაგრძელდეს, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო წლებში ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოში ჩამოყალიბდა ანტიკორუფციული სააგენტო, ასევე, შემუშავდა არაერთი მექანიზმი, რათა ქვეყანაში კორუფციის რისკები მაქსიმალურად დაზღვეული ყოფილიყო.
„ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა რისკებზე. ასეთი რისკები ნებისმიერ დროს არსებობს და ყველა მთავრობის, ხელისუფლების ვალია, იმუშაოს ამ რისკების პრევენციაზე, რათა რისკები არ მატერიალიზდეს.
თავის დროზე, როდესაც იუსტიციის მინისტრის რანგში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა უწყებათაშორის სამუშაოს ვუძღვებოდი, მახსოვს, ჩვენ შევიმუშავეთ არაერთი მექანიზმი იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში კორუფციის რისკები ყოფილიყო მაქსიმალურად დაზღვეული. ასევე, ბოლო წლებში სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოში ჩამოყალიბდა ანტიკორუფციული სააგენტო.
ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი მოწინავე, არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ევროპისა და მსოფლიო დონეზე კორუფციასთან ბრძოლის ნიშნით, ყველა რეიტინგი ამას ადასტურებს. რა თქმა უნდა, ეს მიდგომები უნდა გაგრძელდეს, რისკებთან ბრძოლა კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა ავიდეს და აქ ვერ იქნება ვერანაირი განსხვავებული აზრი ამ თემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.