მე უფრო გულმავიწყობა მგონია ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა ალიევს არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგი ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„თავიდან ვიფიქრე, რომ პრეზიდენტს დაავიწყდა და მოგვიანებით მიულოცავდა, სხვანაირად ვერაფრით ვხსნი. არ მახსენდება, რომ ქალბატონ პრეზიდენტსა და ბატონ ალიევს ისეთი დაპირისპირება ჰქონდეთ, რომ ერთმანეთთან უბრად იყვნენ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვება ოფიციალური წერილით 9 თებერვალს მიულოცა.
კომენტარები