საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის მიზანი ოქტომბერში არჩევნების მაღალი სტანდარტით ჩატარებაა.
მისივე თქმით, არჩევნები სამართლიანად ჩატარდება და მმართველი გუნდიც სამართლიანად გაიმარჯვებს.
“ჩვენი მიზანია, რომ ოქტომბრის არჩევნები ჩატარდეს მაღალი სტანდარტით და იყოს გამორჩეული ამ თვალსაზრისით, მათ შორის, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მონაწილეობის თვალსაზრისით. საინტერესო ფაქტორია, რომ რადიკალური ოპოზიცია აჩვენებს, რომ მათ ეშინიათ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, ვინაიდან მათ არ აქვთ არჩევნებში მონაწილეობის რეალური მიზანი. ისინი დემოკრატიულ პროცესებს გაურბიან, მათ შორის, გაურბიან არჩევნებს და აქედან არის განპირობებული მათი ისტერია და შიში. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ არჩევნებსაც სამართლიანად ჩავატარებთ, არჩევნებშიც სამართლიანად გავიმარჯვებთ და ამ შედეგების აღიარება მოუწევს რადიკალურ ოპოზიციას”, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.