ღაზის სექტორში „ჰამასის“ კიდევ ერთი მეთაური მოკლეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიკვიდირებულია „შატის“ ბატალიონის მეთაური აჰმედ ღული, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდა.
ამის შემდეგ ღულის დავალებული ჰქონდა ღაზაში გატაცებული მძევლის, ნოა მარჩიანოს მეთვალყურეობა, რომელიც მოგვიანებით „ჰამასმა“ შიფას საავადმყოფოში მოკლა.
კომენტარები