კომპოზიტორი, გია მაჭარაშვილი „ქრონიკაში“ საავტორო უფლებების თემას ეხმიანება.
„ავტორების საავტორო უფლებებს უფრო უნდა მოფრთხილება და დაცვა, ვიდრე იმ ადამიანს თუ ადამიანთა მცირე ჯგუფს, რომლებიც წლების განმავლობაში ჰონორარების შეკრებას ახდენდნენ, მაგრამ განაწილება ხდებოდა უმისამართოდ, გაურკვევლად“, – აღნიშნავს კომპოზიტორი.
სიმღერების ტექსტების ავტორი, ირინა სანიკიძე კი აღნიშნავს, რომ ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოების საერთაშორისო ორგანიზაციის, „სიზაკის“ წერილი ეყრდნობა სრულ დეზინფორმაციას და მხოლოდ ერთ მხარეს.
„ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოების საერთაშორისო ორგანიზაციის, „სიზაკის“ წერილი ეყრდნობა სრულ დეზინფორმაციას და მხოლოდ ერთ მხარეს. ჩვენი სურვილია, რომ ნათელი მოვფინოთ ამ ყველაფერს და ეს დეზინფორმაცია არ გავრცელდეს, იმიტომ რომ ეს ზიანის მომტანი იქნება სამართლებრივი პროცესისთვისაც“, – ამბობს ირინა სანიკიძე.
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში“ ცვლილებებს, ის საერთაშორისო ორგანიზაცია აკრიტიკებს, რომელსაც თავად გიგა კობალაძე ხელმძღვანელობს. შესაბამისად კობალაძე დაწყებული შეტევით მხოლოდ თავის დაცვას ცდილობს. ირკვევა, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია პარლამენტში კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ჯერ კიდევ მაშინ ითხოვდა, ვიდრე დოკუმენტის ინიცირება მოხდებოდა.
ბრალდებას გიგა კობალაძის მისამართით , ავტორ – შემსრულებლები უკვე წლებია ავრცელებენ. სწორედ მათი საჩივრის საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება თანხის გაფლანგვის ფაქტზე დაიწყო. ჩატარებული აუდიტის დასკვნით კი გაირკვა, რომ გიგა კობალაძეს ხელოვანებისთვის ჰონორარები გადასახდელი აქვს, დავალიანება კი, 14 მილიონი ლარია.
