ქუთაისის შემოვლით გზაზე, სოფელ ქვედა სიმონეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები