ხონში ოჯახური დავა დაჭრით დასრულდა. დევნილთა დასახლებაში ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით მამაკაცი ყოფილი ცოლის ოჯახში სანადირო თოფით მივიდა და რამდენიმე გასროლა განახორციელა.
50 წლამდე ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, მამაკაცი ამ დროისთვის დაკავებული არაა. მომხდარის მიზეზი უცნობია, თუმცა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მეუღლეებს შორის კონფლიქტი წარსულშიც იყო და მამაკაცს ცოლის ცემის გამო პირობითი მსჯავრის ქვეშ ქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძოება 117-ე მუხლით დაიწყო.
კომენტარები