ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავარიის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მათ სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია უტარდებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარები