საფრანგეთში საქართველოს ელჩი გოჩა ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”ქართული ენით მდიდარო მეგობრებო, პარიზის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ქართული კუთხიდან გილოცავთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ენის დღეს.
ჩვენს მშობლიურ ქართულ ენას გაუმარჯოს! იჯანმრთელოს, იდღეგრძელოს, გაძლიერდეს, მიმდევარი, მონაგარი და ერთგული დამფასებელი, მასზე მზრუნველი გაუმრავლდეს ქვეყანასა და დუნიაზე! კვლავაც შეექმნას მრავალი, მისივე სადიდებელი საუნჯე და მარგალიტი უხვი! 🇬🇪❤️
Nous célébrons la journée de la très belle langue géorgienne!”
კომენტარები