სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
შსს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
კომენტარები