მიყენებულ ზარალს ითვლიან იმერეთში. სტიქიამ იქ ოთხი მუნიციპალიტეტი დააზარალა. საჩხერეში, ზესტაფონში, ბაღდათისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში ძლიერმა სეტყვამ, წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა.
სტიქიამ საცხოვრებელი სახლების ნაწილს სახურავები გადახადა, თითქმის სრულად გაანადგურა სახნავ-სათესი სავარგულები, ვაზი და ხეხილი. მოსახლეობის თქმით, სეტყვა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და მათი მოსავლის 80 პროცენტი აღარ არსებობს.
სტიქიის ზონებში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მიერ მიმდინარეობს აღწერითი სამუშაოები. ზარალს შესწავლიან, რასაც სათანადო რეაგირება მოჰყვება.
კომენტარები