ცაგერის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა გრძელდება. მერიაში შექმნილი სპეციალური კომისიის წევრები დაზარალებულ მოსახლეობას ხვდებიან და მათ საჭიროებებს ეცნობიან.
16 ივნისს, დილით მოსულმა ძლიერმა წვიმამ, ქარმა და სეტყვამ ცაგერის 12 სოფელში მოსახლეობას საცხოვრებელი სახლები, ვენახები და სახნავ-სათესი სავარგულები დაუზიანა. ზარალის სრულად აღწერის შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობისათვის კომპენსაციების გაცემის საკითხს გადაწყვეტს.
კომენტარები