სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერთან, მამუკა წოწერიასთან ერთად ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართველ და ებრაელ ხალხს შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობაზე და ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობებზე.
შეხვედრაზე ასევე, განიხილეს რეგიონულ დონეზე თანამშრომლობისა და პარტნიორობის საკითხები სხვადასხვა სფეროში და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს „მაშავის“ დირექტორი, გიორგი ჟღენტი.
კომენტარები