თუშეთში, ავარიის შედეგად, სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა. როგორც „იმედს“ ადგილიდან აცნობეს, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, სოფელ დართლოში „ჯიპის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სიმაღლიდან გადავარდა.
მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ორი გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები. სამივე მათგანს მოტეხილობები აღენიშნება.
დაშავებულები ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადას თელავში გადაჰყავს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწევათ.
კომენტარები