რეგიონებში „ქართული ოცნების” მხარდამჭერი კონცერტები გრძელდება. მუსიკოსები მმართველ პარტიას მხარდაჭერას უცხადებენ. ამ წუთებში კონცერტი დუშეთში მიმდინარეობს.
კონცერტზე არაერთი შემსრულებელი გამოვა, რომლებიც ღიად უცხადებენ „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას.
მმართველი პარტიის მხარდასაჭერი კონცერტები სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.
კონცერტები დაგეგმილია:
27 აგვისტოს – ონში, აღმაშენებლის მოედანზე.
29 აგვისტოს – თიანეთში – ვაჟა – ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში.
30 აგვისტოს – მცხეთაში.
31 აგვისტოს – ოზურგეთში.
1-ელ სექტემბერს – წალკაში, არისტოტელეს ქ#17-ში. 1-ელ სექტემბერს ასევე გაიმართება კონცერტი ნინოწმინდაში – თავისუფლების ქ #25-ში.
2 სექტემბერს – ახალქალაქში – ცენტრალური პარკი, ჩარენცის ქუჩაზე. ასევე 2 სექტემბერს – თეთრიწყარო – თამარ მეფის #34, საკრებულოს მერიის წინ.
3 სექტემბერს – დმანისში, დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სკვერში – წმინდა ნინოს ქ#56.
4 სექტემბერს ბოლნისში, მ კოსტავას #8 -ში.
5 სექტემბერს – გარდაბანში – გარდაბნის ცენტრალურ პარკში (აღმაშენებლის ქ).
7 სექტემბერს – ახალციხეში – ახალციხის ტბაზე.
8 სექტემბერს – მარნეულში – 26 მაისი ქუჩაზე (კიდევაც დაიზრდებიან – სკვერი ).
9 სექტემბერს – ხულო – მამულაძის ქუჩა, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან.
10 სექტემბერს – შუახევი – დაბა შუახევი, ჭავჭავაძის ქ#1.
კონცერტების სერია 22 აგვისტოს ლენტეხიდან დაიწყო და უკვე ჩატარდა ცაგერსა და ამბროლაურში.